- თანასწორობის უფლება
- • თანასწორობაა, როცა ყველას ერთნაირად არ შეუძლია (შესაძლებლობის ფსიქო-ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური მაჩვენებლები), მაგრამ უფლება აქვს შეეძლოს. ეს არის ყველასათვის თანაზომიერი შეზღუდვის უფლება, ანუ სუბიექტთა უფლება-ვალდებულებათა განხორციელება რეგულირდება ერთი საზომით, შესაბამისად, თავისუფლება ყველასათვის (ყოველ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის) ერთნაირად ნორმირებულია ან უნდა იყოს ასე, რადგან მოქმედებს თანასწორობის პრინციპი. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ პიროვნების დაბადების ადგილის მიხედვით, მას სხვადასხვა მასშტაბის თავისუფლება და განსხვავებული თანასწორობის ბალანსი აქვს. მაგალითად, ჩინეთში ადამიანის თავისუფლება განსხვავდება ამერიკელი ადამიანის თავისუფლებებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ადამიანები არიან. ამ შემთხვევაში კონკრეტული პიროვნების თავისუფლების მასშტაბები იმაზეა დამოკიდებული, თუ სად დაიბადა იგი, ანუ რომელი გარემო ზემოქმედებდა მასზე და იმ საზოგადოებაზე, რომლის ძალითაც იქმნება კონკრეტული, ადგილობრივი სამართალი. დგინდება, რომ შიდა სახელმწიფოებრივ (ხშირად თეორიულ) თანასწორობასთან ერთად გვაქვს საერთაშორისო უთანასწორობა, თუმცა მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი მიმართულია იქითკენ, რათა გამოასწოროს მდგომარეობა და ყველა ერთი საზომის ქვეშ მოაქციოს, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, ფაქტი რჩება ფაქტად, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში დაიბადა ადამიანი, ანუ რომელი სახელმწიფოს სამართალი იცავს მის თავისუფლებას, კონკრეტული ადამიანი შეიძლება სხვადასხვაგვარი მოცულობით იყოს სამართლებრივად ან თუნდ, შინაგანად თავისუფალი.Source: მათიაშვილი ზვიად. თავისუფლება თუ კანონი //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003,• მეორე თაობის უფლებები. მოიცავენ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს, როგორიცაა ცხოვრების ნორმალური პირობების ქონის უფლება, მუშაობის უფლება, პროფკავშირებში გაერთიანების უფლება, ჯანმრთელობის უფლება და განათლების უფლება.Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
Georgian encyclopedia. 2013.